Friday, April 26, 2013


პროექტის სახელწოდება: პირამიდა
პროექტის მთავარი იდეა: პროექტის მონაწილეები იკვლევენ პირამიდებს,მათ წარმოშობას,ადგილმდებარეობას,არკვევენ გეომეტრიული ფიგურების თვისებებს.
პროექტის აქტუალობა:გაიღრმავებენ ცოდნას პირამიდების,როგორცმსოფლიოს ერთ-ერთი საოცრების შესახებ,გაეცნობიან ეპოქას,როცა ხდებოდა მათი მშენებლობა, მიიღებენ ესტეტიკურსიამოვნებას.
პროექტის მიზნები:მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს და შეისწავლიან პირამიდებს,როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებას. გაარკვევენ როდის და სად აშენდა, გამოიკვლევენ  მას, როგორც გეომეტრიულ  ფიგურას. მოძიებული მასალის საფუძველზე გამოთვლიან ერთ-ერთი ცნობილი  პირამიდის ზედაპირის ფართობს და მოცულობას. შექმნიან პირამიდის მაკეტს და გამოითვლიან მისი ზედაპირის ფართობს და მოცულობას. გამოიკვლევენ,რა ასახვა ჰპოვა  პირამიდამ ლიტერატურასა და ხელოვნებაში. შეაგროვებენ  ფოტო-მასალას,მოძიებულ მასალას განათავსებენ ინტერნეტში.
მოსწავლეთა ასაკი:15-18წ.
ვადები-ხანგრძლივობა:3-4თვე
მოსალოდნელი შედეგები:გაიმართება ფოტოსურათების გამოფენა,შექმნიან პირამიდის მაკეტს,ფოტოალბომს,განათავსებენ ბლოგზე
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:პირამიდის მაკეტი, ფოტო-ალბომი,ჩანახატები,
პროექტის მსვლელობა:კვლევა,დისკუსიის გამართვა,მოძიებულ მასალებზე ფიგურის მაკეტის შექმნა და ზომების დადგენა,ზუსტი გამოთვლების ჩატარება, ბლოგის შექმნა და ნამუშევრების განთავსება.
საგნებთან-საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ისტორია,გეოგრაფია, ქართული ენა,მათემატიკა,ხელოვნება,საინფორმაციო ტექნოლოგიები.
პროექტის ხელმძღვანელი: მანანა სხულუხია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა :mananasxuluxia1@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი:

No comments:

Post a Comment